მადრიდის რეალის მცველმა სერხიო რამოსმა ლეგენდარული რობერტო კარლოსის შედეგი გაიმეორა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში მან სამეფო კლუბის მაისურით 68-ე გოლი გაიტანა. ნაპოლის კარში გატანილი გოლით 30 წლის რამოსი რეალის ყველა დროის მცველებს Sორის გატანილი გოლებით მეორე ადგილზეა. აბსოლუტური რეკორდი კი ფერნანდო იეროს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც 127 გოლია.