სერენა უილიამსი ინდიანა-უელსისა და მაიამის ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზი მუხლის ტრავმა გახდა. „სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ ვვარჯიშობ. ამიტომ, იძულებული ვარ ტურნირებს გამოვეთიშო. მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ კორტებზე დაბრუნებას,“-აცხადებს ჩოგბურთელი.