"ახალი მემარჯვენეების" სიღნაღის რაიონული ორგანიზაცია, სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატს ნუგზარ აბულაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც "ახლების~ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მალხაზ ხუციშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, დეპუტატი მისი პარტიის წევრს ნოდარ კუტიბაშვილს დევნის.
"ნუგზარ აბულაშვილის დავალებით კუტიბაშვილი ორჯერ დააპატიმრეს. ცოტა ხნის წინ, ის ციხიდან გამოვიდა. პრობაციონერია და წნორის პირველ საჯარო სკოლაში სპორტული ჯგუფის ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა. როგორც კი ეს აბულაშვილმა გაიგო, რესურსცენტრის უფროსს და სკოლის ხელმძღვანელობას სამსახურიდან კუტიბაშვილის დაუყოვნებლივ გაშცვება მოსთხოვა. დეპუტატი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მუშაობის გასაქანს არ აძლევს. სიღნაღის რაიონში ყველაფერს ის განაგებს", - აღნიშნავს მალხაზ ხუციშვილი.
"ახლების" განცხადებას პარლამენტარი ნუგზარ აბულაშვილი არ ადასტურებს, თუმცა არაოფიციალურ საუბარში სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრში არ უარყვეს, რომ სკოლიდან კუტიბაშვილის გაშვება დეპუტატის დავალებაა.