თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ EURO-2024-ის მასპინძლობისთვის უეფაში ოფიციალური განაცხადი წარადგინა.
ფედერაციის პრეზიდენტმა ილდირიმ დემირორენმა განაცხადი შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გენერალურ მდივანს თეოდორ თეოდორის პირადად გადასცა.
როგორც ცნობილია, EURO-2024-ის მასპინძლობისთვის განაცხადის შეტანა დღეს მთავრდება.
EURO-2024-ის მასპინძლობისათვის სურვილი აქვს გერმანიასაც.