ლესტერ სიტიმ რანიერის გარეშე პირველი შეხვედრა ჩაატარა. ლესტერელებმა ლივერპული 3:1 დაამარცხეს, რითაც გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს. კლაუდიო რანიერი კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გასულ კვირას გადააყენა. ამის მიზეზი ლესტერის მიერ სეზონზე ნაჩვენები კატასტროფული შედეგი გახდა. გასულ სეზონში კი რანიერის ხელმძღვანელობით ლესტერმა პრემიერ-ლიგა მოიგო.