ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ლესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გუნდიდან დაითხოვეს.
„რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს მწვრთნელის შეცვლა, ეს აუცილებელია კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე,“-ნათქვამია კლუბის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში.
რანიერისთან ერთად „ლესტერ სიტის“მისი ორი თანაშემწეც დატოვებს.
ამჟამად კლუბი სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე იმყოფება, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით კატასტროფულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. წინა სეზონზე „ლესტერ სიტი“ პრემიერ-ლიგის გამარჯვებული გახდა.