საქართველოს განვითარებასა და წინსვლაზე საუბრისას და ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ მატვეი განაპოლსკიმ დღეს თბილისში სააგენტო "რია ნოვოსტის" საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მდგომარეობა რუსეთთან შედარებით გაცილებით უკეთესია, თუნდაც იმ საკითხში, რომ საქართველომ იცის ვინ არის მისი პრეზდენტი და იგი ერთის ნაცვლად ორი მაინც არ არის.
მანვე განაცხადა, ისიც, რომ არ აპირებს საქარველოში არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის კომენტირებას იმიტომ, რომ ეს მისი საქმე არ არის.
"თქვენი უკმაყოფილებები მთავრობის მიმართ ეს თქვენი შიდა საქმეა და ღმერთმა დამიფაროს მასში ჩავერიო. მე ჩემი საქმე მაქვს, მე რუსეთის მოქალაქე ვარ. თქვენ ქართველებს კიდევ კარგად გაქვთ საქმე, ერთი პრეზიდენტი მაინც გყავთ, ჩვენთან კი ამ საკითხში ჯერ კიდევ გაუგებარია ყველაფერი", _ აცხადებს განაპოლსკი და დასძენს, რომ "მის სამშობლოში ჯერ კიდევ გაურკვეველია ვინ არის პრეზიდენტი დიმიტრი ანატოლის ძე თუ ვლადიმერ ვლადმერის ძე".
"ყოველივე ეს რაც ხდება თვენთან ქართველებო რუსეთში არ არსებობს. ვგულისხმობ იმ დემოკრატიულ რეფორმებს და წინ გადადგმულ ნაბიჯებს. თქვენ თავად აშენებთ თქვენს სახელმწიფოს და ეს მშვენიერია", _ განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა.