ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მიუნჰენის ბავარიამ ლონდონის არსენალს 5 გოლი გაუტანა. მეთოფეების განადგურება მე-11წუთზე არიენ რობერმა დაიწყო. დუბლი მიითვალა მიუნჰენელთა ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარმა, თითო ბურთი კი არსენალის კარში რობერტ ლავანდოვსკიმ და ტომას მიულერმა გაიტანეს. არსენალის რიგებში თავი ალექსის სანჩესმა გამოიჩინა. შეხვედრა ანგარიშით 5:1 დასრულდა.