თბილისში ბაქტერიული მენინგიტის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იაშვილის სახელობის კლინიკაში ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზით წუხელ ერთი წლისა და ექვსი წლის ბავშვები მიიყვანეს.
ექიმების თქმით მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები 155-ე სკოლაში, სადაც ერთ-ერთი მათგანი სწავლობს.
იაშვილის კლინიკაში ამჟამად აღნიშნული დიაგნოზით 11 ადამიანია მოთავსებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.