"დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, ვიაჩესლავ გროზნიმ თანამდებობა დატოვა.
"12 თებერვალს, ღამით, ოჯახური პირობების გამო, "დინამო" თბილისის მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ შეკრება დატოვა და თურქეთიდან სამშობლოში გაფრინდა. უკრაინელი სპეციალისტი ვეღარ გააგრძელებს "დინამოში" მუშაობას. შექმნილ სიტუაციიდან გამოსავალს კლუბის ხელმძღვანელობა 13 თებერვალს გაცნობებთ", - ნათქვამია "დინამოს" საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
60 წლის უკრაინელი სპეციალისტი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა.