კიევის პოლიციამ კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავა. ის კიევის ერთ-ერთ რესტორანში აიყვანეს. სპეცოპერაციის კადრები სოციალურ ქსელ ფეისბუკში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა. ქარდავა მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ვარაუდობს, რომ დაკავებული რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტატიანი აგენტია. ქარდავა კანონიერ ქურდად მოსკოვში 1996 წელს, 21 წლის ასაკში აკურთხეს.