ქართველი ჩოგბურთელი ნიკა ბასილაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა, რომელიც რეიტინგში 87-ე ადგილს იკავებს, მერვედფინალში მსოფლიოს მერვე ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. მატჩი ქართველი ჩოგბურთელის სასარგებლოდ ანგარიშით 6:4 6:4 დასრულდა.
მეოთხედფინალში ბასილაშვილს მეტოქედ სლოვაკი მარტინ კლიზანი ეყოლება. სლოვაკი ჩოგბურთელი ტურნირზე მერვე ნომრადაა განთესილი. შეხვედრა დღეს გაიმართება