იაპონიაში თოვლის ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა. ქალაქ საპოროში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე სკულპტორმა ულამაზესი თოვლის ქანდაკებები შექმნა. ვიზიტორთა ყველაზე დიდი მოწონება წილად პარიზის ტრიუმფალურ თაღს ხვდა. არანაკლებ დიდი ინტერესი გამოიწვია დონალდ ტრამპის თოვლის ბიუსტმაც. თოვლის ფესტივალი საპოროში წელს 63-ედ ჩატარდა.