ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციამ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. NBA-ს ხელმძღვანელობას იმის გარკვევა სურს, აისახება თუ არა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ლიგის მოთამაშეებზე.
„გვაინტერესებს, შეეხება თუ არა ახალი რეგულაციები ჩვენს მოთამაშეებს, რომლებიც ტრამპის სიაში მოხვდნენ. NBA გლობალური ლიგაა, რომელშიც საუკეთესო კალათბურთელებს მთელი მსოფლიოდან ვიწვევთ,“-ნათქვამია განცხადებაში.
აშშ პრეზიდენტმა ერაყის, სირიის, ირანის, სუდანის, იემენის, ლიბიისა და სომალის მოქალაქეებს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა 2 დღის წინ აუკრძალა. NBA-ში ორი სუდანელი კალათბურთელი თამაშობს. ლუილ დენგი „ლოს ანჟელეს ლეიკერსის,“ ტონ მეიკერი კი „მილოუკის“ ღირსებას იცავს.