„გადაჭარბებული ემოციურობის გამო მწვრთნელი, ალბათ, ვერასდროს გავხდები.“ ამის შესახებ ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რონალდინიომ განაცხადა.
„ვერ წარმომიდგენია, 90 წუთი თამაშს გარედან ვუყურო. მე მოედანზე ყოფნა და გოლების გატანა მიყვარს. ამიტომ, მწვრთნელის რანგში საკუთარ თავს ვერ ვხედავ,“-აღნიშნა 36 წლის ფეხბურთელმა.