Australia Open-ის გამარჯვებული როჯერ ფედერერი გახდა. ფინალურ შეხვედრაში შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ესპანელი რაფაელ ნადალი დაამარცხა. შეხვედრა 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და ფედერერის გამარჯვებით, 3-2 (6:4, 3:6, 6:1, 3:6, 6:3) დასრულდა. დიდი შლემის ტურნირი ფედერერმა უკვე მეთვრამეტედ მოიგო.