სერენა უილიამსმა მსოფლიო პირველი ჩოგანის ტიტული დაიბრუნა. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მან საკუთარი და ვინუსი დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და უმცროსი უილიამსის გამარჯვებით, 6:4, 6:4 დასრულდა. 35 წლის სერენა უილიამსისთვის ეს 72-ე ტიტულია. დიდი შლემის ტურნირები კი მას 23-ჯერ აქვს მოგებული.