ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს სერენა და ვინუს უილიამსები შეხვდებიან. უფროსმა უილიამსმა ნახევარფინალში თანამემამულე კოკო ვანდევეგე 6:7, 6:2, 6:3 დაამარცხა, სერენამ კი ორ სეტში ხორვატ მირიანა ლუჩიჩ-ბარონის მოუგო. ფინალური შეხვედრა 28 იანვარს გაიმართება.