პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ლიონელ მესისთან ურთიერთობაზე საუბრობს. ვრცელი ინტერვიუ მან გამოცემა Marca-ს მისცა.
„ადამიანები ჩვენ ორს მუდმივად ერთმანეთს გვადარებენ. ეს არანორმალურია. ხალხი იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთს იმაშიც გვადარებს, თუ ვის უფრო მალე გვეყოლა შვილი და რომელს უფრო ჭკვიანი ბავშვი გვყავს. ჩვენი შედარება არ შეიძლება, რადგანაც რონალდო რონალდოა, მესი კი- მესი. ჩვენ ბრწყინვალე ფეხბურთელები ვართ, რაზეც ჩვენი ინდივიდუალური ტიტულები და იმ კლუბების მონაგარიც, სადაც ვთამაშობთ. ჩვენ კონკურენტ კლუბებში გამოვდივართ, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ,“-აღნიშნა რონალდომ.