სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ბრიტანელი იოჰანა კონტე დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და უილიამსის გამარჯვებით, 6:4, 3:6, 6:4 დასრულდა. ტურნირის ნახევარფინალში მოხვდა სერენას და ვინუსიც, რომელიც ფინალში გასასვლელად თანამემამულე კოკო ვანდევეგეს დაუპირისპირდება.