როჟე ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. შვეიცარიელმა მეოთხედფინალში გერმანელი მიშა ზვერევი დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 32 წუთს გაგრძელდა და 6:1, 7:5, 6:2 დასრულდა. ნახევარფინალში 35 წლის ფედერერი თანამემამულე სტანისლას ვავრინკას შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში ფრანგი ჟო-ვილფრიდ ტსონგა დაამარცხა.