როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ¼ ფინალში გავიდა. შვეიცარიელმა 1/8 ფინალში იაპონელი კეია ნისიკორი დაამარცხა. შეხვედრა 3 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა და ფედერერის გამარჯვებით, 6:7 (4:7), 6:4, 6:1, 4:6, 6:3 დასრულდა. მანამდე ავტრალიურ ტურნირს მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი გამოეთიშა, რომელმაც შეხვედრა გერმანელ ზვერევთან დათმო.