ავსტრალიის ღია პირველობაზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი მეოთხე წრეში გერმანელ მიხაილ ზვერევთან დამარცხდა. შეხვედრა სამ საათ ნახევარს გაგრძელდა და ანგარიშით 7:5, 5:7, 6:2, 6:4 დასრულდა. 2009 წლის შემდეგ ეს პირველი საჩოგბურთო ტურნირია, რომელსაც ბრიტანელი ასე ნაადრევად გამოეთიშა.