ESPN-ის კომენტატორი დუგ ადლერი სამსახურიდან დაითხოვეს. ამის მიზეზი Australian Open-ის მატჩის კომენტირებისას ამერიკელი ჩოგბურთელის, ვინუს უილიამსის შეურაცხყოფა გახდა. ჟურნალისტმა სპორტსმენს პირდაპირ ეთერში გორილა უწოდა, რის გამოც კრიტიკის ობიექტად იქცა. კომენტატორმა თავის მართლება იმით სცადა, რომ სიტყვა gorilla-ს ნაცვლად guerilla-ს თქმა სურდა, რაც ინგლისურად პარტიზანს ნიშნავს, თუმცა ადლერს თავის მართლებამ ვერ უშველა.