NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის ორივე გუნდის სასტარტო ხუთეულების საბოლოო შედეგები თბილისის დროით, 20 იანვარს 04:00 საათზე გახდება ცნობილი.
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს, ნიუ ორლეანში გაიმართება. 7-7 მოთამაშეს ვარსკვლავური გუნდების მთავარი მწვრთნელები თავად შეარჩევენ.
ხმის მიცემა ინტერნეტ გამოკითხვის საშუალებით მიმდინარეობდა. ფანების გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას 823 376 ხმა ჰქონდა, რაც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის მეორე შედეგი იყო. ქართველი კალათბურთელი მესამე ადგილზე მყოფს თითქმის 200 ათასი ხმით უსწრებდა.