ტელეკომპანია ESPN -ის კომენტატორმა ვინუს უილიამსი პირდაპირ ეთერში შეურაცხყო. ამერიკელი ჩოგბურთელი დუგ ადლერმა გორილად მოიხსენია.
„აი, ვინუსი, მთელი თავისი მშვენიერებით. მას გორილის ეფექტი აქვს ჩართული და თავდასხმისთვის ემზადება,“-განაცხადა კომენტატორმა პირდაპირ ეთერში ავსტრალიის ღია პირველობის შეხვედრის მსვლელობისას.
ჩოგბურთელის შეურაცხყოფისთვის ადლერი სოციალური ქსელების ანტიგმირი გახდა. ის შესაძლოა სამსახურიდანაც დაითხოვონ.