ბავარიის ნახევარმცველი ხაბი ალონსო წელს კარიერის დასრულებას აპირებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა ბილდი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ალონსო ოფიციალურ განცხადებას სეზონის დასრულებისთანავე გააკეთებს. იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი გადაწყვეტილებას შეიცვლის, გერმანული კლუბი მზადაა მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ბავარიამ ალონსო 2014 წელს მადრიდის რეალისგან 8 მილიონ ევროდ შეიძინა.