მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალი მანჩესტერ იუნაიტედიდან დაითხოვეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 65 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ჩინეთის სუპერლიგაში გადასვლას აპირებს.
თავად ვანგაალი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს და აცხადებს, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. ამის მიზეზად მისი ოჯახური მდგომარეობა სახელდება. ახლახანს ვან გაალს ქალიშვილის ქმარი დაეღუპა, რამაც ოჯახი შოკში ჩააგდო.
„ვფიქრობ, ცოტა ხნით დასვენება მჭირდება. ამის შემდეგ მუშაობას გავაგრძელებ, მაგრამ არ მგონია, კიდევ ვინმე გავწვრთნა,“-აცხადებს სპეციალისტი.