ლევან გაჩეჩილაძე იმ პოლიტიკოსთა რიცხვში ჩაეწერა ვინც საკუთარ წარუმატებლობას აბრალებს ყველას საკუთარი თავის გარდა. ასეთია "ალიანსი საქართველოსათვის" ლიდერის ირაკლი ალასანიას პასუხი ლევან გაჩეჩილაძის კრიტიკაზე.
გაჩეჩილაძემ ალასანია მიხეილ სააკაშვილის მოდელირებულ არჩევნებში მონაწილეობისათვის გააკრიტიკა. "ალიანსის" ლიდერისათვის კი "დაიცავი საქართველოს" პოლიტიკური ლიდერის შეფასება, როგორც თავად ამბობს - უმნიშვნელოა.
"ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც სწორად მიგვაჩნია და ამ გზაზე პოლიტიკური ოპონენტების მოსაზრებებს მნიშვნელობა არა აქვს. ლევანი ჩაეწერა იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ წარუმატებლობას საკუთარიYთავის გარდა ყველგან ხედავენ. მე მას მაინც ვუსურვებ დიდ წარმატებებს, მაგრამ მისი პოლიტიკური შეფასებები ჩემთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა და როგორც ჩანს საზოგადოებისთვისაც", _ აცხადებს ირაკლი ალასანია.