„თბილისის ოლიმპიურ სასახლეში“, "ზამთრის თასზე" დღეს, მსოფლიო დონის ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის და აზერბაიჯანის ვეტერანი ფეხბურთელები თბილისს "ზამთრის თასზე" გასამართ ტურნირზე ესტუმრებიან. გათამაშებაში მონაწილეობას უეფას გუნდიც მიიღებს.
უკვე ცნობილია "ზამთრის თასზე" საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, მურთაზ შელია, დავით მუჯირი, მიხეილ ყაველაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, მამუკა მაჭავარიანი.
გათამაშების ბილეთების გაყიდვა 15 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და მისი ფასი 2 ლარი იქნება. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა.
ფონდის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.