რუმინელ ჩოგბურთელს, ალექსანდრუ-დანიელ კარპენს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიცეს. ამის მიზეზი ე.წ. „ჩაწყობილი მატჩის“ სკანდალი გახდა. როგორც გაირკვა, 2013 წლის ოქრომბერში კარპენი ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ ერთ-ერთ სპორტსმენტს მატჩის წაგებას სთავაზობდა. ანალოგიური ბრალდების გამო დისკვალიფიკაციით გასულ წელს იტალიელი ჩოგბურთელი მარკო ჩეკიტანო დასაჯეს.