კრემლს არც დონალდ ტრამპსა და არც ჰილარი კლინტონზე კომპრომატები არ აქვს. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა განაცხადა.
„მსგავსი რამ არავინ უნდა დაიჯეროს, რადგანაც ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და ფაბრიკაცია. კრემლი არავისზე აგროვებს კომპრომატებს,“-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე CNN-მა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რიმლის მიხედვითაც, რუსეთის სპეცსამსახურები ტრამპზე პირადი და ფინანსური სახის კომპრომატს ფლობენ. ამავე ინფორმაციით, რუსებმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტზე კომპრომატები მოსკოვში მისი 5-დღიანი ვიზიტისას მოიპოვეს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერებიც. დონალდ ტრამპი CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობად “ შეაფასა.