ნაფიცმა მსაჯულებმა 22 წლის დილან რუფს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მას ქალაქ ჩარტლტონში 8 აფროამერიკელის მკვლელობა ედება ბრალად. სასამართლოს დასკვნით, მკვლელობა რასისტულ ნიადაგზე იქნა ჩადენილი. რუფმა ბრალდება აღიარა და განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს არ ნანობს.