აშშ პრეზიდენტი პირველ ლედის მადლობას უხდის. ბარაქ ობამამ მიშელ ობამას ჩიკაგოში გამოსამშვიდობებელი გამოსვლისას მიმართა.
„25 წლის განმავლობაში შენ არამხოლოდ ჩემი ცოლი და ბავშვების დედა, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი. მე ვამაყობ შენით და მთელი ქვეყანა ამაყობს შენით,“-განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილება 20 იანვარს ამოეწურება.