სერბეთის აღმოსავლეთში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. საშობაო ბაზრობაზე წასული ეიზდიმირ მილიჩი სახლში აღარ დაბრუნებულა. 2 დღის შემდეგ ის 5 მეტრიან ჭაში თანასოფლელმა გორან მარკოვიჩმა იპოვნა. ეიზდიმირმა მინუს 20 გრადუსამდე გაყინულ წყალში 52 საათი გაატარა და ცოცხალი გადარჩა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.