შვეიცარიის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მუსლიმანმა მოსწავლე გოგონებმა აუზებზე ბიჭებთან ერთად იცურაონ, მათ რელიგიურ უფლებას არ არღვევს. შესაბამისი დადგენილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოაქვეყნა. ამავე დასკვნის თანახმად, შვეიცარიის სასწავლო პროგრამა განსხვავებული ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის მოსწავლეების ინტეგრაციაზეა გათვლილი და საზოგადოებისგან მათი იზოლირების წინააღმდეგაა მიმართული.