რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ალექსეი ულიუკაევს შინაპატიმრობა 3 თვით გაუგრძელეს. გადაწყვეტილება მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მიიღო. ულიუკაევი 2 მილიონის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის ნოემბერში დააკავეს. ის ბრალდებას დღმდე კატეგორიულად უარყოფს.