უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართული ბატალიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი პირობას დებს, რომ ლუგანსკი უკრაინას 2017 წელს დაუბრუნდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა. მამულაშვილის თქმით, მისმა ბატალიონმა ე.წ. ურთიერთშეხების ხაზიდან წინ 2 კილომეტრით წაიწია და სტრატეგიული მნიშვნელობის 164-ე სიმაღლე დაიკავა. სპეცოპერაცია, სახელწოდებით „სოხუმი“ გასულ წელს ჩატარდა.