ამერიკული ინტერნეტ-კომპანია Yahoo სახელს შეიცვლის და altaba-დ გადაკეთდება. ამის შესახებ კომპანია Verizon-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომელმაც Alibaba Group-ისა და Yahoo Japan-ის აქტივებიც შეისყიდა. შეიცვლება Yahoo-ს ხელმძღვანელობაც. დირექტორის პოსტზე მარის მაიერს ერიკ ბრანდტი შცვლის. გარიგება მარტის ბოლოსთვის შედგება.