ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 48-მდე გაზარდა. ტურნირის მონაწილეები ამიერიდან 16 ჯგუფად დაიყოფიან. თითოეულ ჯგუფში 3 გუნდი იქნება. შესაბამისად, 64-დან 80-მდე გაიზრდება მატჩების რაოდენობაც. ტურნირი 32 დღეს გაგრძელდება. ფიფას ხელმძღვანელობა იმედივნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატებით მიღებული შემოსავალი ამ გზით 20 პროცენტით გაიზრდება.