მორიგი თავდასხმა განხორციელდა ისრაელში. შეიარაღებული პალესტინელი თავს ებრაელ სამხედროებს ნალბუსის დასახლებაში დანით დაესხა. სამხედროებმა მას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც პალესტინელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ბოლოს მასშტაბური ტერორისტული აქტი ისრაელში 8 იანვარს განხორციელდა. ახალგაზრდა პალესტინელი სამხედროების ჯგუფში სატვირთო მანქანით შეიჭრა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.