მსოფლიო პირველი ჩოგანი ანგელიკ კერბერი სიდნეის ტურნირის მეორე წრეში დამარცხდა. გერმანელმა რუს დარია კასატკინასტან წააგო, რომელიც WTA-ს რეიტინგში 26-ე პოზიციაზე იყო. შეხვედრა 19 წლის რუსმა ჩოგბურთელმა 7:6 (7:5), 6:2 მოიგო. მატჩი 1 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა.