პაკისტანმა ფრთოსანი რაკეტა ბაბურ-3 გამოსცადა. რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსიც 450 კილომეტრს შეადგენს, ქყალქვეშა ნავიდან გაუშვეს და მან სამიზნის განადგურება წარმატებით შეძლო. ოფიციალური ისლამაბადის მტკიცებით, ექსპერიმენტი თავდაცვით ხასიათს ატარებს და მიზნად ინდოეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ადეკვატური პასუხის გაცემას ისახავს.