მსოფლიოს 80 ქვეყნის, მათ შორის, ამერიკისა და ევროკავშირის მოქალაქეებს ბელარუსში 5 დღით უვიზოდ შესვლა შეეძლებათ. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გამოსცა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. ამ უფლებით სარგებლობა უცხოეთის იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც ბელარუსში მინსკის აეროპორტის გავლით შევლენ.