ლივერპულის ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტო ფირმინო გაძარცვეს. მისი სახლიდან მძარცველებმა 70 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ნივთები გაიტანეს. ინციდენტის შემდეგ ფირმინო ოჯახთან ერთად დროებით სასტუმროში გადასახლდა. 25 წლის ნახევარმცველმა ლივერპულში 22 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.