პალესტინელი ახალგაზრდა, რომელიც ებრაელი სამხედროების მასაში სატვირთო მანქანით შევარდა, ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. თავდასხმა იერუსალიმში გუშინ განხორციელდა. ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.