იემენის სახელისუფლო ძალები ბაბ-ელ-მანდების რაიონს უტევენ. ხუსიტ ამბოხებულებთან ბრძოლაში მათ დახმარებას არაბული კოალიცია უწევს, რომელსაც საუდიდ არაბეთი ხელმძღვანელობს. ბოლო 2 დღის განმავლობაში შეტაკებებს 55 ამბოხებული და 13 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის იემენელი გენერალი აბდულ აზიზ ალ-მაჯიდიცაა.