BBC საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუსზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ სტამბოლში დიდთოვლობის გამო, ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსმა“ 610 ავიარეისი გააუქმა, ქვეყნის სხვა აეროპორტებში კი, დაახლოებით 800 რეისი გაუქმდა.
„ათათურქის“ აეროპორტში 20 ათასამდე მგზავრია დარჩენილი.
დიდთოვლობის გამო ზომები მიიღო სანაპიროს დაცვამაც და ბოსფორის სრუტეში გემების შესვლა და გასვლა შეაჩერა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლი პარალიზებულია. ქალაქში დაახლოებით 65 სანტიმეტრის თოვლია.