„შპიგელის“ ინფორმაციით, გერმანიაში ცხოვრობს 50-ზე მეტი პოტენციურად სახიფათო ისლამისტი, რომლებსაც უარს ეუბნებიან ლტოლვილის სტატუსზე.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ხალხი დეპორტაციას ექვემდებარება, მაგრამ კვლავაც გერმანიის ტერიტორიაზე რჩება. გერმანიის ხელისუფლებას ხშირად აქვს სირთულეები იმ მიგრანტების გასახლებასთან დაკავშირებით, რომლებსაც წესრიგში არა აქვთ საბუთები. ხშირად ქვეყნები, საიდანაც არიან ისინი, უარს ამბობენ საკუთარი მოქალაქეების უკან მიღებაზე.