საქართველოს მთლიანმა ვალდებულებებმა, 2009 წლის მეორე კვარტალის ბოლოს, მთლიანმა ვალდებულებებმა 13 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.
პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტით გაიზარდა, მთლიანი ვალდებულებების ზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანა და 7 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებებმა 874.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 500 მილიონი აშშ დოლარი 2008 წლის მეორე კვარტალიდან წარმოიშვა სამთავრობო ევრობონდების სახით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 5.4 პროცენტით არის შემცირებული. აქედან, გრძელვადიანი ვალი 12.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი ვალი 51.8 პროცენტით შემცირდა. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები გაიზარდა 2.7-ჯერ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების ხარჯზე, და 647.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 41.4 პროცენტით არის შემცირებული, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მიმართ.